Filters

8. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სიმღერები?

1. ჩავრთოთ პროგრამა iTunes. (ვისაც არ აქვს ეს პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩემი საიტიდან)



2. მივაერთოთ iPhone კომპიუტერთან USB კაბელის დახმარებით.



3. iPhone რომ მორჩება სინქრონიზაციას, შემდეგ დავრწმუნდეთ რომ მონიშნული გაქვთ iPhone-ზე ” Manually Manage Music and Videos” (იხილეთ სურათი)

4. შემდეგ ზევითა მარცხენა კუთხეში ვაწვებით File> Add Folder to Library და ვირჩევთ "ფოლდერს" სადაც მუსიკები გაქვთ შენახული (მაგალითად: D დისკზე Music) და ავტომატურად ჩაიყრება ყველა მუსიკა iTunes-ში. (იხილეთ სურათი)


5. შემდეგ მოვნიშნავთ სასურველ მუსიკას რომელიც გინდათ რომ გადაიტანოთ iPhone-ში, მოვკიდებთ ამ სიმღერებს ხელს (მაუსით) და გადავწევთ თვენი iPhone-ს მხარეს (მარცხნივ). (იხილეთ სურათი, გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

6. ჩვენ ავარჩიეთ 5 სიმღერა და გადავიტანეთ iPhone-ში. შეგიძლიათ შეხვიდეთ iPhone-ს მენიუში, გახსნათ iPod და ნახოთ თქვენი გადაწერილი სიმღერები. (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

There are no products in this section