Filters

11. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სურათები?

პირველ რიგში შევქმნათ კომპიუტერში პაპკა და დავარქვათ სახელი მაგ: iPhoto და ამ პაპკაში მოვათავსოდ ყველა ის სურათი რომელიც გვინდა რომ ჩავწეროთ iPhone-ში, (ხოლო თუ გვინდა რომ iPhone-ში სურათები გამოჩნდეს პაპკებათ შეგიძლიათ პაპკაში iPhoto ჩავწეროთ პაპკები მაგ: BMW და Mercedes, როცა შევალთ iPhone-ს სურათებში იქ ვნახავთ 2 პაპკას BMW და Mercedes.)





შემდეგ ვხსნით პროგრამას iTunes და ვაერთებთ iPhone-ს კომპიუტერთან, რომ მორჩება სინქრონიზაციას, ჩამონათვალიდან ვირჩევთ Photos-ს და მოვნიშნავთ Sync Photos from – Choose Folder.. შემდეგ მოვძებნით იმ პაპკას სადაც ჩავწერეთ სურათები მაგ: D:\iPhoto და ვაკლიკებთ OK-ს. ჩვენი პაპკა მონიშნულია და ქვევით მარჯვენა მხარეს ვაკლიკებთ Apply-ს. იხილეთ სურათი და ზუსტად ისე გააკეთეთ როგორც სურათშია ნაჩვენები. (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

There are no products in this section